Monday, December 21, 2020

 იცით თუ არა, რომ არსებობს უამრავი სამეცნიერო კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასეთ გარანტირებულ საშუალებად ითვლება სწორედ მოგზაურობა. ამ კვლევების დროს განხორციელებული დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ მოგზაურობა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთლობასა და განწყობაზე.

წყარო

მოგზაურობა

მოგზაურობა საქართველოში

"მთავარი დადებითი მომენტი ამ ყველაფერში არის ის, რომ სამოგზაუროდ წასვლა დღეისათვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენ თავისუფალი ვართ როგორც ტურის არჩევანში, რადგან ის საკმაოდ დიდია, ასევე გადაწყვეტილების მიღებაში - ვიმოგზაურებთ ტურისტული კომპანიის დახმარებით, თუ დამოუკიდებლად. ბოლო ვარიანტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადაგნ თავად მოგზაურობის პროცესის დაგეგმვა, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ახორციელებს, უკვე დასაწყისშივე ამაღლებს დადებითი კუთხით ჩვენს განწყობას, რადგან ადამიანს შეუძლია ზუსტად შეარჩიოს ისეთი გარემოს მქონე სასტუმრო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს - იქნება ეს ფეშენებელური ღამის გასათევი, ოჯახური ტიპის სასტუმრო თუ უბრალო ჰოსტელი. აირჩიოს ტური, რომლის დროსაც მოინახულებს ისეთ ადგილებს, რომლებიც მაქსიმალურად დადებითი ემოციების აღუძრავს. თავად განსაზღვროს და დაგეგმოს ფინანსურად რისი შესაძლებლობა აქვს. გაარკვიოს ადგილობრივი ფასები, რა ჯდება კვება, ტრანსპორტით გადაადგილება, ღირსშესანიშნაობების მონახულება"  

მოგზაურობა საზღვარგარეთ

რამდენად მნიშვნელოვანია ძირეული მოგზაურობა? შენი მოგზაურობის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, იმ ადგილას წასვლა სადაც უკვე იმყოფებოდი, უნდა გაეცალო ცოტა ხნით ადგილს, სადაც ცხოვრობ ყოველდღიური ცხოვრებით. უნდა წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც იქნება უამრავი გასართობი და დასასვენებელი დრო, ეცადე გაექცე ყოველდღიურ ცხოვრებას, ზოგჯერ ეს ძალიან ამართლებს.



  იცით თუ არა, რომ არსებობს უამრავი სამეცნიერო კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასეთ გარანტირებულ საშუალებად ითვლება სწორედ მოგზაურობა. ამ ...